კატალოგში დაბრუნება
BOG Installment WooCommerce
უფასო v1.0.0

BOG Installment WooCommerce

ავტორი: GeoPluginHub Team

აღწერა

# BOG Installment & BNPL — საინსტალაციო სახელმძღვანელო --- ## სანამ დაიწყებთ დარწმუნდით, რომ გაქვთ: - WordPress საიტი, რომელიც **HTTPS**-ზე მუშაობს - დაყენებული და გააქტიურებული **WooCommerce** - საქართველოს ბანკის **ბიზნეს ანგარიში** განვადების სერვისით - BOG-ის მიერ გაცემული **Client ID** და **Client Secret** > თუ უკვე გაქვთ დაყენებული **BOG Payment Gateway** პლაგინი ბარათით გადახდისთვის, Client ID და Client Secret ავტომატურად გადმოვა — ხელახლა შეყვანა საჭირო არ არის. --- ## ნაბიჯი 1 — პლაგინის ატვირთვა 1. შედით WordPress-ის admin პანელში 2. გადადით **Plugins → Add New → Upload Plugin** 3. დააჭირეთ **Choose File** და აირჩიეთ `bog-installment.zip` 4. დააჭირეთ **Install Now** 5. ინსტალაციის დასრულების შემდეგ დააჭირეთ **Activate Plugin** --- ## ნაბიჯი 2 — განვადების მეთოდების ჩართვა 1. გადადით **WooCommerce → Settings → Payments** 2. სიაში ნახავთ ორ ახალ მეთოდს: - **BOG განვადება** — სტანდარტული საბანკო განვადება - **BOG ნაწილ-ნაწილი** — Buy Now Pay Later 3. ჩართეთ ის მეთოდი (ან ორივე), რომელიც გჭირდებათ — დააჭირეთ **Manage** --- ## ნაბიჯი 3 — პარამეტრების შევსება გახსნილ გვერდზე შეავსეთ შემდეგი: **სახელი** — სახელი, რომელსაც მომხმარებელი checkout-ზე ნახავს. მაგ: `განვადება (საქართველოს ბანკი)` **აღწერა** — მოკლე განმარტება გადახდის მეთოდის ქვეშ. მაგ: `გადაიხადეთ ყოველთვიურად საქართველოს ბანკის განვადებით` **კალკულატორი პროდუქტის გვერდზე** — ჩართეთ, თუ გსურთ განვადების ღილაკი პროდუქტის გვერდზეც გამოჩნდეს **კალკულატორი კალათის გვერდზე** — ჩართეთ, თუ გსურთ განვადების ღილაკი კალათის გვერდზეც გამოჩნდეს **BOG Smart Button** — ჩართეთ თუ გინდათ BOG-ის ბრენდული ღილაკი. გამორთვისას ჩვეულებრივი მწვანე ღილაკი გამოჩნდება --- ## ნაბიჯი 4 — Client ID და Client Secret შეყვანა > ამ ნაბიჯს გამოტოვეთ თუ **BOG Payment Gateway** პლაგინი გაქვთ გააქტიურებული — რეკვიზიტები ავტომატურად გადმოვა და პარამეტრების გვერდზე ✓ დაინახავთ. თუ BOG Payment Gateway არ გაქვთ: 1. **Client ID** ველში შეიყვანეთ BOG-ის მიერ გაცემული კოდი 2. **Client Secret** ველში შეიყვანეთ კონფიდენციალური პაროლი > ⚠️ Client Secret არავის გაუზიაროთ — ეს თქვენი ანგარიშის პაროლის ტოლფასია. --- ## ნაბიჯი 5 — შენახვა გვერდის ბოლოში დააჭირეთ **Save Changes**. --- ## შემოწმება — სწორად დაყენდა? დაყენების შემდეგ შეამოწმეთ: **Checkout გვერდზე** — გადადით თქვენი მაღაზიის checkout-ზე და ნახეთ გამოჩნდა თუ არა „BOG განვადება" ან „BOG ნაწილ-ნაწილი" გადახდის მეთოდებში **პროდუქტის გვერდზე** — თუ კალკულატორი ჩართეთ, პროდუქტის გვერდზე „კალათაში დამატება" ღილაკის გვერდით უნდა გამოჩნდეს განვადების ღილაკი **კალათის გვერდზე** — კალათის ჯამის ქვეშ უნდა გამოჩნდეს განვადების ღილაკი (თუ ჩართეთ) --- ## რაიმე არ მუშაობს? **ღილაკი არ ჩანს პროდუქტის გვერდზე** → შეამოწმეთ, WooCommerce Payments სიაში „BOG განვადება" ჩართულია თუ არა → შეამოწმეთ, Client ID სწორად არის შეყვანილი **„Client ID არ არის შეყვანილი" შეტყობინება** → შეიყვანეთ Client ID და Client Secret პარამეტრებში, ან გააქტიურეთ BOG Payment Gateway პლაგინი **კალკულატორი არ იხსნება** → დარწმუნდით, რომ საიტი HTTPS-ზე მუშაობს → ბრაუზერის კონსოლში შეამოწმეთ JavaScript შეცდომა ხომ არ ჩანს **BOG-ის Client ID და Client Secret არ გაქვთ** → დაუკავშირდით საქართველოს ბანკს: **ecommercemerchants@bog.ge** --- *BOG Installment & BNPL — ვერსია 1.0.0*

ფუნქციონალი

განვადება vs ნაწილ-ნაწილი
სესხის კალკულატორი
ღილაკი პროდუქტის გვერდზე
ღილაკი კალათის გვერდზე
ორი მეთოდის ერთდროული ჩვენება
BOG Smart Button
Checkout-ის flow
Callback
BOG Payment Gateway-თან თავსებადობა
შეკვეთების სტატუსების ცხრილი

Feedback

ფუნქციის მოთხოვნა

მოგვწერე რა ფუნქცია გჭირდება, რა არ მოგწონს ან რა პრობლემას ხედავ ამ პლაგინში.

ავტორიზაცია აუცილებელია მოთხოვნის გასაგზავნად გაიარე რეგისტრაცია ან შედი ანგარიშში.

შეფასებები

ჯერ შეფასება არ არის

პირველი შეფასება შენ დატოვე.

ავტორიზაცია აუცილებელია შეფასების დასატოვებლად შედი ან დარეგისტრირდი.